saqarTvelos mwvervalebi - yoruldaSi

 

ყორულდაში - მწვერვალი სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ყორულდაშისა (ცხენისწყლის სათავე) და ვოიშურის (ენგურის სათავე) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3075 მ. აგებულია ზედაიურული კირქვებით, მერგელებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.